მთავარისპორტისაფრანგეთი ერთა ლიგის ჩემპიონია

საფრანგეთი ერთა ლიგის ჩემპიონია

საფრანგეთის ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჩემპიონია. იტალიაში, “ჯუზეპე მეაცაზე” ტურნირის ფინალში ფრანგებმა ესპანეთის ნაკრები 2:1 დაამარცხეს.

ანგარიში 64-ე წუთზე მიკელ ოიარსაბალმა გახსნა, თუმცა ფრანგებმა წონასწორობა 2 წუთში აღადგინეს. გოლი კარიმ ბენზემამ გაიტანა, რომელმაც პირველი სანაკრებო ტიტული მოიპოვა. შეხვედრას წერტილი კილიან მბაპემ მეოთხმოცე წუთზე დაუსვა.

ფინალამდე გაიმართა მესამე ადგილისთვის მატჩი, რომელშიც მასპინძელმა იტალიამ ბელგიის ნაკრები დაამარცხა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend