საფრანგეთის ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჩემპიონია. იტალიაში, “ჯუზეპე მეაცაზე” ტურნირის ფინალში ფრანგებმა ესპანეთის ნაკრები 2:1 დაამარცხეს.
ანგარიში 64-ე წუთზე მიკელ ოიარსაბალმა გახსნა, თუმცა ფრანგებმა წონასწორობა 2 წუთში აღადგინეს. გოლი კარიმ ბენზემამ გაიტანა, რომელმაც პირველი სანაკრებო ტიტული მოიპოვა. შეხვედრას წერტილი კილიან მბაპემ მეოთხმოცე წუთზე დაუსვა.
ფინალამდე გაიმართა მესამე ადგილისთვის მატჩი, რომელშიც მასპინძელმა იტალიამ ბელგიის ნაკრები დაამარცხა.