მთავარი საქართველო აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - ამ ეტაპზე კლინიკაში გადაყვანილია მხოლოდ ერთი პაციენტი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი – ამ ეტაპზე კლინიკაში გადაყვანილია მხოლოდ ერთი პაციენტი

აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი.

„სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე კლინიკაში გადაყვანილია მხოლოდ ერთი პაციენტი, ქალი, რომელიც კონტაქტური იყო და ახლა მას უტარდება დიაგნოსტიკური კვლევები. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოგვიანებით იქნება ცნობილი. სხვა დაზარალებულთა ამოყვანა გრძელდება. მეტი ინფორმაცია გადაყვანის შესახებ არ გვაქვს. დღის განმავლობაში ბავშვთან მიმართებაში რა ინფორმაციაც იყო გავრცელებული, დასტურდება, ის კარგად არის და გაწერილია ბინაზე.

ჩვენ მობილიზებული გვყავს ყველა კლინიკა, ყველა მზად არის ნებისმიერი სიმძიმის პაციენტის მისაღებად. ასევე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საჭიროების შემთხვევაში ყველა დაზარალებულს მიეწოდება ადეკვატური სამეციდინო სერვისი. ფსიქოლოგიების მობილიზება დღესაც გვქონდა ადგილზე, საჭიროების შემთხვევაში სერვისის გასაწევად. მომდევნო დღეებში, ყველას საჭიროების მიხედვით, გაეწევა აღნიშნული სერვისი“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend