თეირანში უკვე სერიოზულად შეშფოთდნენ იმ ნაბიჯების გამო, რომელსაც ისრაელი დგამს კავკასიის რეგიონში. ბაქოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი იარაღის შესყიდვაში ისრაელია, ამის გამო ირანსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა იძაბება. მოსკოვში მყოფი ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მისი სახელმწიფო კავკასიის რეგიონში გეოპოლიტიკური ბალანსის ცვლილებას არ დაუშვებს. მისი რუსი კოლეგა კი აცხადებს, რომ საქართველო უნდა დაინტერესდეს ეგრეთწოდებული ექვსეულის ფორმატით.
“ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში ამ მოვლენებს “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის” პროფესორი, გიორგი სანიკიძე აჯამებს