მთავარიმსოფლიოNATONATO-დან რვა რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს

NATO-დან რვა რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში რვა რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს.

ნატოს გადაწყვეტილებით, ალიანსში რუსეთის წარმომადგენლების რაოდენობა „რუსული მავნე ქმედებებისა და  ჯაშუშობის  ბრალდების გამო შემცირდა. საუბარია იმ დიპლომატებზე, რომლებიც დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებად მიიჩნევიან.

ასევე, შემცირდება თანამდებობებზე მყოფი ადამიანების რაოდენობაც. 20 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფიდან მხოლოდ 10 დარჩება დაკავებულ პოზიციაზე.

ის დიპლომატები, რომელთაც აკრედიტაცია შეუჩერდათ, რუსეთში ოქტომბრის ბოლომდე უნდა დაბრუნდნენ.

ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დაძაბვა 2014 წელს მოსკოვის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიამ გამოიწვია.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე უარყვეს ნატოს მიერ რუსი დიპლომატების წინააღმდეგ  გავრცელებული ბრალდებები, რომლებსაც უსაფუძვლო უწოდეს და განაცხადეს, რომ ნატოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უფრო მეტად დაძაბავს მათ შორის ურთიერთობას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend