მთავარისპორტიესპანეთმა იტალიის წარმატებული სერია დაასრულა და ერთა ლიგის ფინალის საგზური მოიპოვა

ესპანეთმა იტალიის წარმატებული სერია დაასრულა და ერთა ლიგის ფინალის საგზური მოიპოვა

იტალიის საფეხბურთო ნაკრების 37-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია ესპანეთმა დაასრულა. ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში “ფურია როხამ” რობერტო მანჩინის გუნდი “ჯუზეპე მეაცაზე” 2:1 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

ფერან ტორესმა დუბლი გაიფორმა, მიკელ ოიარსაბალმა კი ორი საგოლე გადაცემა გაიფორმა. იტალიელთაგან თავი ლორენცო პელეგრინიმ გამოიჩინა. პირველი ნახევრის მიწურულს არბიტრმა ლეონარდო ბონუჩი გააძევა.

მეორე ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს ბელგიისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ტურინში, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend