მთავარისაქართველოსვანეთში საერთაშორისო ფილმების პირველი ფესტივალი მიმდინარეობს

სვანეთში საერთაშორისო ფილმების პირველი ფესტივალი მიმდინარეობს

სვანეთში საერთაშორისო ფილმების პირველი ფესტივალი 3 ოქტომბერს დაიწყო. ღონისძიება სამოცამდე კინოხელოვანს, კინემატოგრაფისტსა და რეჟისორს უმასპინძლებს.

სვანეთის კინოფესტივალი გაიხსნა დეა კულუმბეგაშვილის ფილმით სახელწოდებით „დასაწყისი’’. ფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რეჟისორი, ოპერატორი, მონტაჟი და პროექტი გამოვლინდება.

ფესტივალის ფარგლებში კინოჩვენებების გარდა გაიმართება ინდუსტრიული ნაწილი, სადაც კინორეჟისორები და პროდიუსერები ერთმანეთს ახალ იდეებს გაუზიარებენ.

ინდუსტრიული ნაწილის ჟიურის ერთ-ერთი წევრი, პროდიუსერი სევერინ რუანსარი მომავალ პროექტებს აფასებს. 

„ფესტივალზე ბევრ ახალ სახელს გავიცნობთ და აღმოვაჩინეთ. კინო მხოლოდ რეჟისორი ხომ არ არის. კინოინდუსტრია ბევრ სხვა პროფესიას აერთიანებს. ჩემი მიზანია აქ ყველაფერს გავეცნო. დაგეგმილია ფილმის ჩვენებები და შემდგომ რეჟისორებთან და პროდიუსერებთან ფილმების გარჩევა. მართლაც საინტერესო კვირა გველის”, – ამბობს ფრანგი პროდიუსერი სევერინ რუანსარი.

მსახიობი ია სუხიტაშვილი, რომელიც სვანეთის ფესტივალს ესწრება მოხარულია, რომ ფესტივალზე ბევრი ახალგაზრდა სახეა.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდულია. მეც ვისთანაც მიმუშავია ადრე, ვთქვათ რამდენიმე წლის წინ, მერე უკვე ნელ-ნელა რეჟისორების ასაკმა დაიკლო. მათთან მუშაობა ძალიან საინტერესოა იმიტომ, რომ ახალი ენერგიები, ემოციები და შეგრძნებები მოდის”, – ამბობს მსახიობი.

ფესტივალი 7 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend