მთავარიევროპასლოვენიაევროკავშირის ლიდრები სლოვენიაში სამიტს გამართავენ

ევროკავშირის ლიდრები სლოვენიაში სამიტს გამართავენ

დღეს, 6 ოქტომბერს ევროკავშირის ლიდერები სამიტს გამართავენ სლოვენიაში. მათი მთავარი გზავნილია საერთო პოზიციის შეჯერება ბევრ, ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. ეს იყო მათი პირველი შეხვედრა ივნისის შემდეგ. მანამდე კი ბევრი რამ მოხდა: ავღანეთში „თალიბანის“ ხელისუფლებაში მოსვლა, ინდო-წყნარ ოკეანეში ბირთვული წყალქვეშა ნავების განთავსება თუ სხვადასხვა ქვეყნის მიერ უსაფრთხოებისთვის ბრძოლა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროპული ქვეყნების ერთიანობა და გაძლიერება ევროპის მოქალაქეების სიძლიერეს ნიშნავს.

,,ჩვენი ერთობა არის ძალიან ძლიერი კავშირი. როდესაც ჩვენ მივაღწევთ კიდევ უფრო მეტ წარმატებას, როდესაც ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ევროპული გავლენა, ეს დადებითად აისახება ევროპელი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ჩვენი ერთიანობა ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორებისთვის, მეგობრებისა და მოკავშირეებისთვის“,- განაცხადა ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ შარლ მიშელმა.

დღევანდელ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციაზე. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერები ეძებენ გზებს ევროკავშირში გაერთიანებისთვის. ალბანეთის, სერბეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, კოსოვოს, მონტენეგროს სახელმწიფოების ლიდერები იმედოვნებენ, რომ ევროპულ ოჯახში გაერთიანებას მალე შეძლებენ. ‘

სლოვენიაში კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული  შეზღუდვების გამო დემონსტრანტები და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.  სლოვენიის მოქალაქეებს სურთ, ევროკავშირის ლიდერებს მიაწვდინონ ხმა თავიანთი უარყოფითი განწყობის შესახებ, რომელიც ქვეყანაში კოვიდშეზღუდვებით არის გამოწვეული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend