ვებგვერდ Downtecetor-ზე, რომელიც აკვირდება პლატფორმების მუშაობის სიჩქარეს, აღნიშნავენ, რომ ეს იყო ყველაზე მასშტაბური გათიშვა. ექსპერტების ინფორმაციით, დაახლოებით 10 მილიონი პოსტი დაიწერა სოციალური ქსელის პრობლემების შესახებ.
The Facebook outage continues and has become the largest outage we’ve ever seen on Downdetector with over 10.6 million problem reports from all over the globe. See the latest information with this recently updated post. https://t.co/OvrMQBOzr6
— Downdetector (@downdetector) October 4, 2021
სოციალური ქსელები საქართველოს დროით დაახლოებით საღამოს 8 საათზე გაითიშა. 6 საათის შემდეგ თანდათანობით აღდგა პლატფორმების მუშაობა.
ფეისბუკს ჯერჯერობით არ გაუკეთებია ოფიციალური განმარტება ამასთან დაკავშირებით. პირველადი შეფასებით, პრობლემა DNS-ში ანუ დომენის სახელის სისტემას უკავშირდება.
DNS არის სისტემა, რომელიც ვებგვერდის სახელებს თარგმნის IP მისამართებად, რომელთა წაკითხვაც კომპიუტერული სისტემისთვის ხდება შესაძლებელი. თუ ის გაუმართავია, მაშინ მომხმარებელი ვებგვერდზე ვეღარ შედის, მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმა მუშაობს.
We’re aware that some people are having trouble accessing our apps and products. We’re working to get things back to normal as quickly as possible, and we apologize for any inconvenience.
— Facebook (@Facebook) October 4, 2021
ფეისბუკის გათიშვის გამო ფეისბუკის ადმინისტრაციამ ტვიტერზე ბოდიში მოუხადა მომხმარებელს. სოციალური ქსელის მუშაობის აღდგენის შემდეგ კი ფეისბუკის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა საბოდიშო სტატუსი თავისსავე პლატფორმაზე გამოაქვეყნა:
„ბოდიში დღევანდელი შეფერხებისათვის! ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მომსახურება იმისთვის, რომ გქონდეთ კავშირი ახლობელ ადამიანებთან“, – წერს ცუკერბერგი.
გათიშვის გამო ფეისბუკის აქციები საფონდო ბირჟაზე 5%-ით დაეცა, ხოლო თავად მარკ ცუკერბერგმა, „ფორბსის“ მონაცემებით, უკვე 7 მილიარდი დოლარი დაკარგა და ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეხუთედან მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა.
მას შემდეგ, რაც ფეისბუკი გაითიშა, მომხმარებლები აცხადებდნენ, რომ სხვა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების სერვისების მუშაობაც შეფერხებული იყო. ამის შესახებ წერდნენ სტატუსებს, კომენტარებს ტვიტერზე, გუგლში, იუთუბზე, ტელეგრამსა თუ ტიკტოკზე. თუმცა ეს შეფერხება არ იყო გლობალური მასშტაბის და ამის მიზეზი იყო ის, რომ ფეისბუკის მომხმარებლების დიდმა ნაწილმა სხვა პლატფორმაზე გადაინაცვლა, შესაბამისად, პლატფორმების მუშაობაც შენელდა.
ეს 2008 წლის შემდეგ ფეისბუკის ყველაზე მასშტაბური გათიშვა იყო. მართალია, 2008 წელს სოციალური ქსელი 24 საათი არ მუშაობდა, თუმცა მაშინ ფეისბუკს მხოლოდ 80 მილიონი ადამიანი იყენებდა, დღეს კი ეს ციფრი 3 მილიარდია.
ფეისბუკის გათიშვა სოციალურ ქსელში მომხმარებლებისთვის ხუმრობის თემად იქცა.
When Instagram & Facebook are down. pic.twitter.com/mVFlVOOCOC
— Netflix (@netflix) October 4, 2021
Mark Zuckerberg fixing the WhatsApp, Instagram and Facebook crash #instagramdown pic.twitter.com/Eb8cRv6xI1
— Thiago OluwaSilva (@ManLikeTunde) October 4, 2021
Me and twitter rn :)) #instagramdown#WhatsApp pic.twitter.com/RQSnfrvB8Y
— 𝐚𝐬𝐭𝐚. ⁷💫 (@fairyymoonhae) October 4, 2021