8 ოქტომბერს ჩეხეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. უმრავლესობის მოპოვებისთვის 22 პარტია იბრძოლებს. როგორც პოლიტიკის ანალიტიკოსები აცხადებენ, ჩეხეთის ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს ანდრე ბაბიშს კვლავ აქვს გამარჯვების შანსი, რადგან მას როგორც ევროპელი მოკავშირეები, ასევე ჩეხეთის პრეზიდენტი და სხვა მაღალჩინოსნები უჭერენ მხარს.
ჩეხეთის მოქალაქეებისთვის კი მთავარი გამოწვევა პანდემიის შედეგად შექმნილი სოციალური და ეკონომიკური პრობლემებია.