მთავარიარჩევნები 2021წინასწარი შედეგებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით, „ქართულ ოცნებას“ 48.56% აქვს, „ნაციონალურ...

წინასწარი შედეგებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით, „ქართულ ოცნებას“ 48.56% აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 31.23%

ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით, „ქართულ ოცნებას“ 48.56% აქვს, „ნაცმოძრაობას“ 31.23%.

ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარ შედეგებშია აღნიშნული.

ცესკო-ს წინასწარი ინფორმაციით, სულ 3 743 უბნიდან დათვლილია 1 446 უბნის მონაცემები (38.63%).

აღნიშნული მონაცემებით, „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ მიღებული აქვს 237 389 ხმა (48.56 %), „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 152 665 (31.23%), „გახარია – საქართველოსთვის“ 33 567 (6.87 %), „ლელოს“ 12 690 (2.6%).

დანარჩენმა სარჩევნო სუბიექტებმა ხმების 2%-ზე ნაკლები აიღეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend