არჩევნების დღეს, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი ევრონიუს ჯორჯიას ეწვია, იგი ჟურნალისტებს შეხვდა და “ევრონიუს ჯორჯიას” ინტერვიუ მისცა – თავისუფალი არჩევნების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მნიშვნელობაზე.
დიეგო კოლასმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ფრანგი და ქართველი ხალხის საერთო თვისებაა პოლიტიკისა და დემოკრატიის მიმართ გულიანი მიდგომა.