მთავარიარჩევნები 202110:00 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 7.41% შეადგენს

10:00 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 7.41% შეადგენს

ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ ქვეყნის მასშტაბით, 7.41% შეადგინა, რაც 259 273 ამომრჩეველია.

ცესკოს სპიკერის ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ ვითარებაში, დაბრკოლებების გარეშე მიმდინარეობს.

მისივე განცხადებით, ყველაზე მაღალი აქტივობა – 11.2% რაჭა-ლეჩხუმში, ხოლო ყველაზე დაბალი – 6.1% ქვემო ქართლში დაფიქსირდა.

„ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა, თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ კონსტიტუციური უფლება და გამოხატონ საკუთარი ნება.

10:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 7.41% რაც რაოდენობრივად არის 259 273 ამომრჩეველი.

ამ დროისთვის, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში – აქტივობა 11.2%-ია, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა 6.1% დაფიქსირდა ქვემო ქართლში“, – განაცხადა იოსელიანმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend