მთავარიკუბიმიხეილ სააკაშვილი ფეისბუკზე წერს, რომ საქართველოშია

მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკზე წერს, რომ საქართველოშია

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია. აღნიშნულთან დაკავშირებით სააკაშვილი სოციალურ ქსელში თავად წერს. “დილა მშვიდობისა საქართველო, უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“, – წერს სააკაშვილი.

აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის ჩამოსვლაზე ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში. შესაბამისად, უწყებაში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ არც „ნაციონალურ მოძრაობაში“.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა ბოლოს 2021 წლის 26 სექტემბერს დააანონსა. მაშინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებისთვის ჩამოვიდოდა.

ყოფილი პრეზიდენტს საქართველოში პატიმრობა აქვს მისჯილი, მათ შორის, სანდრო გირგვლიანის საქმესთან, ასევე დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემასთან დაკავშირებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend