ევროპულმა სასამართლომ ევროკავშირსა და მაროკოს შორის გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულება, რომელიც თევზჭერისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ჰქონდათ გაფორმებული, გააუქმა. ეს გადაწყვეტილება მაროკოს შესაძლებლობას აძლევს, საქონლის ექსპორტი დასავლეთი საჰარიდან განახორციელოს.
ევროპულ სასამართლოს საჩივრით პოლისარიოს ფრონტმა მიმართა, რომელიც დასავლეთი საჰარის პოზიციებს იცავდა და აცხადებდა, რომ ამ ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული დასავლეთ საჰარის მოსახლეობის ინტერესები. ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა პოლისარიოს ფრონტის საჩივარი, რომელიც ასევე იბრძვის დასავლეთი საჰარის დამოუკიდებლობისთვის.
საზოგადოებას მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ევროკავშირსა და მაროკოს შორის სავაჭრო ურთიერთობებს, ამის თაობაზე ორმა პარტნიორმა ხალხის დასამშვიდებლად დაუყოვნებლივ საერთო განცხადება გაავრცელა.
,,ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, შევქმნით სამართლებრივ ჩარჩოს ევროკავშირსა და მაროკოს შორის, რათა უზრუნველვყოთ სავაჭრო ურთიერთობების გაგრძელება და სტაბილურობა. პოლისარიოს ფრონტის აზრით, ახალი გადაწყვეტილება ,,უდაბნოს საქმის დიდი გამარჯვებაა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
თუმცა ჯერჯერობით სასამართლო დავის ორივე მხარეს აქვს შესაძლებლობა, განაჩენი ორი თვის განმავლობაში გაასაჩივროს.
მაროკო და ესპანეთი ის ქვეყნებია, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ ამ გადაწყვეტილებით. მხოლოდ თევზჭერასთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაუქმებით მაროკო დაკარგავს წელიწადში დაახლოებით 52 მილიონ ევროს. არსებული ხელშეკრულებით, ევროპის 11 ქვეყნის 128 გემს შეეძლო აფრიკის სანაპიროებზე გასვლა, თუმცა პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია.