მთავარიაზიაირანიჩრდილოეთ ირანში სამხედრო მანევრები მიმდინარეობს

ჩრდილოეთ ირანში სამხედრო მანევრები მიმდინარეობს

ირანის ისლამური რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილში, აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვარზე სამხედრო მანევრები დაიწყო.

სამხედრო მანევრებში მონაწილეობას არტილერია, სამხედრო დრონები და ვერტმფრენები იღებენ. ირანულ არმიაში აცხადებენ, რომ რეგიონში ისლამური სახელმწიფოს მეომრები იმყოფებიან და ეს თეირანისთვის მიუღებელია.

„როდესაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა, ისლამური სახელმწიფოს საკმაოდ ბევრი მეომარი დაგროვდა რეგიონში. ჩვენ არ ვენდობით მათ მიერ რეგიონის დატოვებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, მათ რეგიონი უნდა დატოვონ. ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია სამხედრო შესაძლებლობების დემონსტრაცია“, – აცხადებს გენერალი კომარს ჰეიდარი.

სამხედრო მანევრების ხანგრძლივობასა და ზუსტ ადგილმდებარეობაზე ინფორმაციას ირანის ისლამური სახელმწიფოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები არ ავრცელებენ.

ირანის მოწინააღმდეგე ისრაელთან, აზერბაიჯანის მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობის ფონზე, თეირანში ბაქოს ელჩთან უკმაყოფილება გამოხატეს.

აზერბაიჯანსა და ისრაელს შორის თანამშრომლობის საფუძველზე მთიანი ყარაბაღის მეორე ომს ბაქო უახლესი სამხედრო ტექნიკით, განსაკუთრებით კი დრონებით შეიარაღებული შეხვდა, ირანელი გენერალი, კომარს ჰეიდარი აზერბაიჯანთან ურთიერთობებზე საუბრობს.

„ჩვენ მეზობელ სახელმწიფოებთან მეგობრულ ურთიერთობებს პატივს ვცემთ. ამავე დროს ჩვენთვის სრულიად მიუღებელია რეგიონში სიონისტური რეჟიმის წარმომადგენლებისა და ისლამური სახელმწიფოს ტერორისტების ყოფნა“, – ამბობს გენერალი ჰეიდარი.

სექტემბერში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქეთისა და პაკისტანის სამხედრო ძალების თანამონაწილეობით სამხედრო მანევრები ჩატარდა.

ირანის ისლამური რესპუბლიკის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებები ივნისში შეწყდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend