მთავარი მსოფლიო ევროპა სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობები დაიძაბა

სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობები დაიძაბა

ევროკავშირი, ნატო და ამერიკის შეერთებული შტატები კოსოვოსა და სერბეთს რადიკალური ნაბიჯების გადადგმისგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდებენ.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი კი ბალკანურ სახელმწიფოებში ვიზიტით იმყოფება.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს შეხვდა.

ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, პრიშტინასა და ბელგრადს შორის მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვა მნიშვნელოვანია.

“მნიშვნელოვანია, რომ წინსვლა ევროპული გზით გავაგრძელოთ. კოსოვოსა და სერბეთს შორის ურთიერთობების გამოსწორება საყურადღებო საკითხია. მე ამჟამინდელი კრიზისით შეშფოთებული ვარ. მნიშვნელოვანია სიტუაციის განმუხტვა და ვითარებიდან გამოსავლის მოლაპარაკებების გზით პოვნა. ამ მიზნამდე ერთადერთი გზა ევროკავშირის მიერ ორგანიზებული პლატფორმაა”, – განცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ვიზიტისას.

გასულ კვირას, კოსოვოს ხელისუფლებამ სერბეთთან სასაზღვრო მონაკვეთში, სპეციალური დანიშნულების სამხედრო ნაწილები გააგზავნა. დაპირისპირება ორ მხარეს შორის საზღვარზე გადამსვლელი ავტომობილებისათვის ორივე მხრიდან მესაზღვრეების მიერ სანომრე ნიშნების მოხსნას მოჰყვა.

ალბანეთის პრემიერ-მინისტრის ალბინ კურტის განცხადებით, ბელგრადი დიალოგის დაწყებაზე უარს აცხადებს.

“გასულ კვირას სერბულმა მხარემ ბრიუსელში დიალოგზე უარი განაცხადა, ამ კვირას ბელგრადში ნატოს სამშვიდობო მისიის შემოთავაზებაზე თქვეს უარი. ჩვენ კი ორივე შემოთავაზებაზე თანხმობა განვაცხადეთ“, –  განაცხადა ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ.

სერბეთის შეიარაღებული ძალების მოიერიშეები და ვერტმფრენები ბოლო დღეების განმავლობაში კოსოვოს ტერიტორიის სიახლოვეს დაფრინავენ.

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი კი მოლაპარაკებების დაწყებამდე კოსოვოს მხრიდან სპეციალური დანიშნულების რაზმების სასაზღვრო მონაკვეთიდან გაყვანას ითხოვს.

დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოები: ალბანეთი, ბოსნია, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და სერბეთი, ევროკავშირში გაწევრიანების სხვადასხვა ეტაპზე იმყოფებიან.

უახლესი

სხვა ამბები

00:00:00
კოსოვოკოსოვო
Send this to a friend