მთავარიევროპაესპანეთივულკანის ამოფრქვევის მერვე დღე

ვულკანის ამოფრქვევის მერვე დღე

ესპანეთში, ლა-პალმას კუნძულზე, ლავამ ერთ-ერთ დასახლებაში ეკლესია დააზიანა. ლავამ ეკლესიის სამრეკლო სრულად გაანადგურა.

კუძნულზე კი ფერფლის უზარმაზარი ღრუბელია გადაფარებული, მთის ფერდობიდან  ლავა ჯერ კიდევ იფრქვევა.

როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, ვულკანური ფერფლი საფრთხეს არ წარმოადგენს საზოგადოების ჯანმრთელობისთვის, თუმცა დასუფთავების დროს ადამიანებს სიფრთხილე მართებთ. ისინი საზოგადოებას მოუწოდებენ, უსაფრთხოების მიზნით გამოიყენონ ნიღბები, ხელთათმანები, გრძელმკლავიანი ტანსაცმელი და შარვლები.

კრატერიდან ყოველდღიურად 25 000 ტონა გოგირდის დიოქსიდი გამოიყოფა. თუმცა ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეს ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend