მთავარიევროპაუკრაინაკიევის ცენტრში გარემოსდამცველმა აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს

კიევის ცენტრში გარემოსდამცველმა აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს

კვირას კიევში ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა აქციაში, რომელიც კლიმატთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხებოდა.

მომიტინგეები ამ პრობლემების მოსაგვარებლად მთავრობისგან  უფრო მეტ ჩართულობას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებმა კიევის ცენტრში დროშებითა და პლაკატებით ჩაიარეს. ისინი პარლამენტის შენობისკენ მიემართებოდნენ.

ერთ-ერთი აქტივისტი ნატალია გოზაკი მოუწოდებს ხალხს, შემოუერთდეს ამ აქციას. როგორც თავად აღნიშნავს, ეს აქცია საერთაშორისო მოძრაობის ნაწილია. მათი მთავარი მოთხოვნაა, გარემოს დაცვისა და კლიმატის პრობლემების მოსაგვარებლად  გაიზარდოს დაფინანსება.

მომიტინგეები მთავრობას მოუწოდებენ, უფრო მეტი თანხა გამოყოს, რათა შემცირდეს მავნე აირების გამონაბოლქვი, მოხდეს კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაცია. ეს თანხა უნდა მოხმარდეს გარემოსდაცვით ღონისძიებებს.

პროტესტი შოტლანდიაში დაგეგმილ კლიმატის სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე გაიმართა.

აქციის მონაწილეებისთვის  მნიშვნელოვანია, მდინარეები და ტყეები იყოს სუფთა. მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ მეტი თანხა უნდა  დახარჯოს ეკოლოგიურ პროექტებზე და უფრო მკაცრად გააკონტროლოს ეკოლოგიური პოლიტიკაც. მათი აზრით, ეს მხოლოდ ერთად დგომითაა შესაძლებელი, აუცილებელია, რომ მათ საერთო მოთხოვნების შესაბამისად იმოქმედონ.

მეცნიერები აცხადებენ, რომ მსოფლიოში ტემპერატურის 2 გრადუსზე მეტით მომატება მსოფლიოს ბევრ ნაწილში დამანგრეველ შედეგს გამოიწვევს: გაიზრდება წყლის დონე ზღვებში,  გახშირდება ხანძრები, ტროპიკული შტორმები, წყალდიდობები და გვალვები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend