მთავარიაზიაავღანეთიჰელმანდის პროვინციაში მამაკაცებს წვერის გაპარსვა და თმის შეჭრა აეკრძალათ

ჰელმანდის პროვინციაში მამაკაცებს წვერის გაპარსვა და თმის შეჭრა აეკრძალათ

ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში მამაკაცებს წვერის გაპარსვა და თმის შეჭრა აეკრძალათ. ავღანეთის ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შარიათის კანონით გასამართლება ელის ყველას, ვინც ახალ წესს არ დაემორჩილება. ამასთან, თალიბანი კიდევ უფრო მეტად ამკაცრებს წესებს ქალებისთვის- მათი დასაქმება კიდევ უფრო რთულდება იმ სამსახურების უმრავლესობაში, სადაც ავღანელი მამაკაცები არიან დასაქმებულები.

ქაბულის მერის განცხადებით, ქალაქში დასაქმებულთა მესამედი ქალია. მისივე თქმით, ზოგიერთი მათგანი მუშაობის გაგრძელებას შეძლებს, მაგალითად, სამუშაოს შეინარჩუნებენ ისინი, ვინც ქალთა საპირფარეშოებში მუშაობდნენ, სადაც კაცებს შესვლა არ შეუძლიათ. იმ პოზიციებზე კი, რომლებსაც  კაცები დაიკავებენ, ქალები მუშაობას ვეღარ მოახერხებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend