რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით არჩევნებში გამარჯვება მმართველმა პარტიამ, “ერთიანმა რუსეთმა” მოიპოვა. არჩევნებში მოსახლეობის 51, 72 – მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეზიდენტის განცხადებით, პარტია “ერთიანმა რუსეთმა” საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.
“რუსეთის ფედერაციის საკანონმდებლო ორგანოში მანდატები შემდეგი სახით გადანაწილდა: პარტია ერთიან რუსეთს 324 მანდატი ერგო, რუსეთის კომუნისტურ პარტიას 57 მანდატი, პარტია სამართლიან რუსეთს 27 მანდატი, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას 21 მანდატი, ხოლო პარტიას ახალი ხალხი 13 მანდატი, სამშობლოს საზოგადოებრივ პლატფორმასა და განვითარების პარტიას კი თითო მანდატი”, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეზიდენტმა ელა პამფილოვამ
არჩევნების შედეგის გათვალისწინებით, ოპოზიციური პოლიტიკური ძალა დუმაში არ იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ “ერთიანი რუსეთის” გარდა დუმაში კიდევ რამდენიმე პარტია მოხვდა, ეს პარტიები როგორც წესი კრემლის მითითებებს ასრულებენ.
არჩევნებში მონაწილეობას უფლება დაპატიმრებული ალექსეი ნავალნის პოლიტიკურ პარტიას არ მიეცა.