მთავარიევროპაესპანეთიკატალონიის საკითხი

კატალონიის საკითხი

კარლეს პუჩდემონი კატალონიაში დამოუკიდებლობის მოძრაობის ერთ-ერთი სიმბოლოა.

2017 წლის 1 ოქტომბერს გამართული რეფერენდუმის შედეგად კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რეფერენდუმის შედეგი კი ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო.

რეფერენდუმის ჩატარებიდან ერთი თვის შემდეგ, კატალონიის პარლამენტის 8 დეპუტატი ესპანეთის პოლიციამ დააკავა.დაკავების ორდერი ბრიუსელში გაქცეული კარლეს პუჩდემონის წინააღმდეგაც ევროპის მასშტაბით გაიცა.

კარლეს პუჩდემონი 2018 წლის მარტში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დააკავეს. ის დაკავებიდან რამდენიმე დღეში გაანთავისუფლეს, მისი ესპანური მხარისათვის გადაცემაზე კი ბერლინმა უარი განაცხადა.

კატალონიის დამოუკიდებლობის მოძრაობის 12 ლიდერის სასამართლო პროცესის დაწყებას კი დაახლოებით ერთი წელიწადი დასჭირდა.

სამართლებრივი პროცესი 2019 წლის 14 ოქტომბერს 9 ბრალდებულის გამტყუნებით დასრულდა.

შედეგად ბარსელონას ქუჩებში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, იყო დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორისაც.

ესპანეთის ცენტრალურმა მთავრობამ, კატალონიის მთავრობასთან 2020 წელს დაიწყო მოლაპარაკებები, კატალონიის ადგილობრივ არჩევნებში კი რეგიონის დამოუკიდებლობის მომხრე პოლიტიკურმა პარტიამ გაიმარჯვა.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კრიტიკის მიუხედავად ურთიერთობების დათბობის მიზნით, პრეზიდენტმა პედრო სანჩესმა 9 მსჯავრდებული 2021 წლის 22 ივნისს გაანთავისუფლა.

ერთწლიანი შესვენების შემდეგ მადრიდმა და კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებმა სექტემბერში მოლაპარაკებები გაანახლეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend