მთავარიმსოფლიოევროპაევროპაში 2050 წლისთვის ტრანსპორტით გამოწვეული გამონაბოლქვის 90 პროცენტით შემცირება იგეგმება

ევროპაში 2050 წლისთვის ტრანსპორტით გამოწვეული გამონაბოლქვის 90 პროცენტით შემცირება იგეგმება

სლოვენიაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებს შეხვდა.

მინისტრებმა ალტერნატიული, უფრო მწვანე ტრანსპორტის საშუალებების განვითარებაზე ისაუბრეს. ევროკავშირის ე.წ. მწვანე შეთანხმების მიზანია, რომ 2050 წლისთვის ტრანსპორტით გამოწვეული გამონაბოლქვი 90 პროცენტით შემცირდეს.

პანდემიამ ევროკავშირში გადაადგილება შეაფერხა. თუმცა ევროკავშირი ცდილობს ამ კრიზისიდან გამოსვლას. მისი მიზანია სატრანსპორტო სექტორი უფრო მწვანე, ჭკვიანი და გამძლე გახადოს.

„მოხარული ვარ, რომ არსებობს ძირითადი კონსენსუსი ნულოვანი გამონაბოლქვის ტრანსპორტზე გადასვლასთან დაკავშირებით. ვთანხმდებით, რომ უნდა განვათავსოთ და განვავითაროთ დატენვისა და საწვავის მიღების ინფრასტრუქტურა. ელექტრომანქანების გაყიდვების რაოდენობა იზრდება და ჩვენ ველით, რომ ტენდენცია გაგრძელდება. ინფრასტრუქტურა კი მზად უნდა იყოს“, – თქვა ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში, ადინა ველეანმა.

შეხვედრისას ევროკომისარი და მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ამბიციური და კოორდინირებული ინფრასტრუქტურის საერთო პროექტის დაგეგმვა აუცილებელია.

მათი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ალტერნატიული საწვავის მომხმარებელმა ევროპის მასშტაბით შეუფერხებლად და უსაფრთხოდ მოგზაურობა შეძლოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend