მთავარიმსოფლიოევროპაკატალონიის ყოფილი მეთაური კარლეს პუჩდემონი იტალიის პოლიციამ დააკავა

კატალონიის ყოფილი მეთაური კარლეს პუჩდემონი იტალიის პოლიციამ დააკავა

კატალონიის ყოფილი მეთაური კარლეს პუჩდემონი იტალიის პოლიციამ დააკავა. ამის შესახებ განცხადება პუჩდემონის ადვოკატმა გაავრცელა.

პუჩდემონი რამდენიმე წელია გერმანიაში ცხოვრობს და სარდინიაზე შაბათ-კვირას, ღონისძიებაზე დასასწრებად ჩავიდა.

ესპანეთი კატალონიის ყოფილ ლიდერს ბრალს სდებს კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფის საკითხზე 2017 წელს ჩატარებული უკანონო რეფერენდუმის ორგანიზებაში. 2021 წლის მარტში ევროპარლამენტმა კარლეს პუჩდემონს ევროდეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.

პუჩდემონი უახლოეს დღეებში სასამართლოს წინაშე წარდგება, რომელიც მის ესპანეთში ექსტრადიციის საკითხს განიხილავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend