მთავარი ამბები WizzAir -ი ქუთაისიდან ახლა რეისებს ამატებს

WizzAir -ი ქუთაისიდან ახლა რეისებს ამატებს

ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან აბუ-დაბის მიმართულებას ამატებს, ბარსელონას, ბერლინსა და ვენას კი აღადგენს. ავიაბილეთები ხელმისაწვდომია ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, Wizz Air Abu Dhabi აბუ-დაბის მიმართულებით რეგულარულ რეისებს 16 დეკემბრიდან, კვირაში 2-ჯერ შეასრულებს.

რაც შეეხება ბარსელონას, ბერლინსა და ვენას, ბარსელონას მიმართულებით ფრენები ნოემბრიდან, პირველ ეტაპზე, კვირაში ერთი სიხშირით აღდგება, ვენის მიმართულებით – ნოემბრიდან კვირაში ორი სიხშირით, ბერლინის კი – ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, კვირაში ერთი სიხშირით.

უახლესი

სხვა ამბები

WizzAirWizzAir

Send this to a friend