მთავარისაქართველოსაქართველოში ვაქცინაციის ტემპი იკლებს

საქართველოში ვაქცინაციის ტემპი იკლებს

გასულ დღე-ღამეში 28 ათასზე მეტი პირი გამოიკვლიეს, რომელთაგან კორონავირუსი 1653 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 646 ინფიცირებული. რაც შეეხება იმუნიზაციის პროცესს – საქართველოში ამ ეტაპზე სრულად ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის თითქმის 26% – ბოლო პერიოდში კი იმუნიზაციის ტემპმა ქვეყანაში იკლო.

ეპიდემიოლოგები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ვაქცინებს, რომლებიც საქართველოში გვაქვს, კონკრეტული ვადა აქვთ და ამიტომ  მოსახლეობამ ეს პრეპარატები სწრაფად უნდა აითვისოს.

ასევე, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტი 60 წელს გადაცილებული პირი აიცრას, რადგან იმუნიზაციის პროცესში სწორედ ეს რისკჯგუფი პასიურობს.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი აგვისტოსთან შედარებით ორჯერაა შემცირებული.

პფაიზერი გვაქვს სწორედ ყველაზე მეტი, პფაიზერი ფუჭდება, ვადა გასდის და რას შვებით ხალხო, ადამიანი პფაიზერს გააფუჭებს? ქე მაინც აჩუქეთ სხვას ვისაც ჩვენზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ვინც ამას გამოიყენებს. მართლა ვადაგასული კი არ არის, მაგრამ გაუვა თუ ასე გაგრძელდება. წუწუნებდნენ, რომ სადღაც შორს უნდა ვიმგზავროთ, 300-მდე ასაცრელი პუნქტია საქართველოში. საავადმყოფოებში, საზოგადოებრივ სივრცეებში. ავტობუსები დადიან, კიდევ რა ქნან? თითო ადამიანს თითო პროპაგანდისტს ხომ არ მოგამაგრებენ?!“, – ამბობს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი მუდმივად ერთ დონეზე ვერ დარჩებოდა, მათივე შეფასებით ამას ინტენსიური საინფორმაციო კამპანია სჭირდება. იმ ფონზე კი, როცა ვაქცინების სრულად ათვისება ვერ ხერხდება, ბევრს უჩნდება კითხვა – დაიწყება თუ არა საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. „ბუსტერ“ დოზის გამოყენება.

„ძალიან შემცირებულია პირველ დოზებზე მიმართვიანობა. ამიტომ ეს რეალურად რისკის წინაშე გვაყენებს ჩვენ. რაც შეეხება მესამე დოზის საკითხს, მთელ მსოფლიოში მესამე დოზა განიხილება, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, როგორი უთანაბრო განაწილებაა ვაქცინების – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკვე ბოლო დოზებიდან ექვსი თვე გასულია. ამიტომ ჩვენ თუ შევხედავთ ახლა, რომ 15 მარტს ჩვენ დავიწყეთ ასტრაზენეკას ვაქცინები, რეალურად, სექტემბრის თვეში გავიდა ექვსი თვე, შემდგომ აქტიურად აპრილიდან დაიწყო მინიმალური დოზებით, მაგრამ მაინც პფაიზერის ადმინისტრირება პირველი დოზა როცა მივიღეთ, შემდგომ იყო უკვე მაისში სინოფარმი, ამიტომ ჩვენ ექვსთვიან ვადაში ჯერჯერობით საჩქარო არაფერი არ გვაქვს, ბუსტერული დოზის საკითხები, ალბათ, ოქტომბერი-ნოემბერი-დეკემბერი – ამ თვეებში უნდა იყოს ეს გადაწყვეტლი“, – აღნიშნა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა.

საქართველოში, ამ დროისთვის, მოქალაქეებისთვის პფაიზერის, ასტრაზენეკეას, სინოფრამისა და სინოვაკის ვაქცინებია ხელმისაწვდომი. ქ

ვეყანაში სულ მილიონ 700 ათასი აცრაა ჩატარებული, მათგან 13 ათასამდე ბოლო 24 საათში.

ანა ალელიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend