მთავარი საქართველო ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს შეხვდა.

შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე.

ასევე გაეროს როლის მნიშვნელობაზე გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის აღდგენის საქმეში.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, გაეროს გენერალური მდივნის ანგარიში იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან, გაეროს გენერალური ასამბლეისა და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციები უმნიშვნელოვანესი მექანიზმებია, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული  ვითარება საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნდეს.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა 24 სექტემბერს არის დაგეგმილი.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend