მთავარიაზიაიაპონიაიაპონიაში ჰარუკი მურაკამის სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნა

იაპონიაში ჰარუკი მურაკამის სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნა

იაპონიის ვასედას უნივესიტეტში ცნობილი მწერლის ჰარუკი მურაკამის სახელობის ბიბლიოთეკა იხსნება. იაპონელ მწერლის წიგნებს მსოფლიოს გარშემო აუარება ადამიანი კითხულობს. მის წიგნებს შორისაა „ნორვეგიული ტყე“, „მოსამართი ჩიტის ქრონიკები“ და „კაფკა პლიაჟზე“. მურაკამი ასევე ძალიან პოპულარული საქართველოშიც. მისი სახელობის ბიბლიოთეკის გახსნა იაპონიაში პირველ ოქტომბერს იგეგმება.

იაპონიაში ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მკითხველებისთვის საყვარელი მწერლის ჰარუკი მურაკამის სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნა. ბიბლიოთეკა, სადაც მწერლის ნაწერები და ფირფიტები ინახება, ტოკიოს ვასედას უნივერსიტეტის შენობაში მოეწყო. ბიბლიოთეკაში ასევე მურაკამის სამუშაო ოთახის რეპლიკის ნახვაა შესაძლებელი. ბიბლიოთეკის დიზაინი იაპონელ არქიტექტორ კენგო კუმას ეკუთვნის, რომელიც თავად ჰარუკი მურაკამის გულშემატკივარია. მისი თქმით, შენობაში მოწყობილი გვირაბები შთაგონებულია მურაკამის ნაწარმოებებით, რომელშიც პერსონაჟები ხშირად რეალური სამყაროდან წარმოსახვით სამყაროში მოგზაურობენ.

„ბატონ მურაკამის სურდა, რომ ბიბლიოთეკა ყოფილიყო ადგილი, სადაც ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობენ. მინდოდა მისი ნაწარმოებების შესაფერისი გარემო მომეწყო. ამ სივრცეში არის ბევრი მოსასვენებელი ადგილი, მათ შორის კაფე და მუსიკის მოსასმენი ოთახი“, – ამბობს მუზეუმის შენობის არქიტექტორი კენგო კუმა.

ჰარუკი მურაკამი მუსიკის დიდი მოყვარულია, რაც მის ნაწარმოებებშიც ჩანს. მის წიგნებში ხშირად ახსენებენ ცნობილ ჯაზმენებსა თუ პოპ მუსიკის წარმომადგენლებს. მწერალი მუსიკალური ფირფიტების დიდ კოლექციას ფლობს. ბიბლიოთეკაში მურაკამის საყვარელი მუსიკალური ნაწარმოებების მოსმენა არის შესაძლებელი. დაწესებულება დამთვალიერებლებისთვის პირველ ოქტომბერს გაიხსნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend