მთავარი ევროპა უკრაინა ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველს თავს დაესხნენ

ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველს თავს დაესხნენ

თავდასხმა კიევთან ახლოს მოხდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველს თავს დაესხნენ. სერჰეი შეფირი თავდასხმის შედეგად არ დაშავებულა, მაგრამ მისი მძღოლი დაიჭრა. თავდასხმა კიევთან ახლოს მოხდა.

უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად არის ჩასული.

უკრაინელი ლიდერი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვების მიზნით,  სახელმწიფოს აღმოსავლეთ რეგიონებში, რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებების შესახებ საუბარს აპირებდა.

უკრაინის პრეზიდენტი, მის მრჩეველსა და ახლო მეგობარზე თავდასხმას უმალ გამოეხმაურა, მისი თქმით ის გააგრძელებს ოლიგარქების წინააღმდეგ ბრძოლას.

„ეს თავდასხმა ჩვენი გუნდის სიძლიერეზე, ჩემს მიერ არჩეულ პოლიტიკასა და დაგეგმილ ცვლილებებზე გავლენას ვერ მოახდენს. ამ თავდასხმით ჩვენი ეკონომიკის გამჭირვალობისათვის და კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა არ გაჩერდება. ეს თავდასხმა ვერაფერს მოიტანს“, –  განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

თავდასხმას გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის  პრესმდივანიც.

“სამწუხაროდ, დღესდღეობით, რაც არ უნდა მოხდეს უკრაინაში, ვერც ერთი უკრაინელი პოლიტიკოსი ირიდებს თავიდან რუსული კვალის დანახვას. ამას, რა თქმა უნდა, რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. ეს მხოლოდ და მხოლოდ დაძაბული ემოციური ფონის ბრალია“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის ავტომობილს თავს კიევთან ახლოს მდებარე სოფელ ლესნიკისთან დაესხნენ.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend