მთავარისაქართველომსოფლიო დღე ავტომობილების გარეშე

მსოფლიო დღე ავტომობილების გარეშე

22 სექტემბერს, ევროპის არაერთ ქალაქში “მსოფლიო დღე ავტომობილების გარეშე” აღინიშნება.

ამ დღის მიზანია საზოგადოება დააფიქროს პატარა თუ დიდი ქალაქების მომავალზე და იმაზე, რომ ეს ქალაქები უფრო მწვანე, მშვიდ და ჯანსაღ საცხოვრებელ ადგილებად იქცეს. ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს სატრანსპორტო ალტერნატივებში ინვესტირებას იმისთვის, რომ ყველას ჰქონდეს საშუალება სუფთა ჰაერი ისუნთქოს და უფრო ჯანსაღად იცხოვროს.

“საქართველოში ჰაერის დაბინძურების 70%–ს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების გამონაბოლქვი იწვევს. თბილისში, ეს მონაცემი კიდევ უფრო მაღალია და მთლიანი დაბინძურების დაახლოებით 90% -ს შეადგენს. ჰაერის დაბინძურება უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე, რაც ზრდის რესპირატორული ინფექციების, დაღლილობის, გულისა და ფილტვების დაავადებათა რისკს. ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება ევროკავშირის მთავარი მიზანია, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ისე აქ, საქართველოში. ამ მიზნის მისაღწევად საქართველოში მრავალი წელია ვმუშაობთ და გვაქვს დიდი მოლოდინი, ასევე გეგმა, რომ მოხდეს დამატებითი აღჭურვილობის შეძენა და ჰაერის დაბინძურების უკეთ გაკონტროლება”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend