მთავარიკუბიფეისბუკმა 2016 წლიდან დღემდე მომხმარებლების უსაფრთხოებაზე 13 მილიარდი დოლარი დახარჯა

ფეისბუკმა 2016 წლიდან დღემდე მომხმარებლების უსაფრთხოებაზე 13 მილიარდი დოლარი დახარჯა

ფეისბუკის ადმინისტრაციის თქმით, კომპანიამ 2016 წლიდან დღემდე პორტალის „დაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ 13 მილიარდი დოლარი დახარჯა.

ფეისბუკის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ სტატიებში, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში გამოცემა „უოლ სტრიტ ჯურნალმა“ გამოაქვეყნა, არ იყო სრულყოფილი ინფორმაცია მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.  ისინი ასევე ამბობენ, რომ ადრე პროდუქტის შექმნის საწყისს ეტაპზე უსაფრთხოების პრობლემების მოგვარება არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ დროთა განმავლობაში შეცვალეს მიდგომა. „დღეს ჩვენ თავიდანვე ვრთავთ გუნდს, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს უსაფრთხოებას, რაც საშუალებას გვაძლევს,  პრობლემები პროცესშივე მოვაგვაროთ და არა შემდეგ“, – აღნიშნავენ ფეისბუკში.

„უოლ სტრიტ ჯურნალის“ ჟურნალისტი ამტკიცებდა, რომ ფეისბუკის ადმინისტრაციამ იცოდა იმ სერიოზული პრობლემების შესახებ, როგორებიცაა: დეზინფორმაცია კოვიდ-19-ის შესახებ, ყალბი და ძალადობის შემცველი სტატუსების უარყოფითი გავლენა მომხმარებლებზე, თუმცა ამის მოგვარებას არ ჩქარობდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ არ სურდა, პლატფორმაზე აქტივობისა და პოპულარობის ტემპი შენელებულიყო. ფეისბუკის აღმასრულებელი დირექტორი ნიკ კლეგი სიტყვით გამოვიდა და უარყო ყველა ბრალდება, გამოცემის ხელმძღვანელობა კი დაადანაშაულა, რომ ის მიზანმიმართულად არასწორად აფასებდა კომპანიის საქმიანობას.

„უოლ სტრიტ ჯურნალის“ სტატიაში იყო ბრალდებაც,  რომ ფეისბუკმა დაგვიანებით  წაშალა კოვიდ-19-თან დაკავშირებული 20 მილიონი დეზინფორმაციული სტატუსი და 2021 წლის პირველ ნახევარში შექმნილი ის 3 მილიარდი ანგარიში, რომლებიდანაც ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანიას ეწეოდნენ.

„უოლ სტრიტ ჯურნალის“ სტატიაში ყურადღება იყო გამახვილებული რამდენიმე პრობლემაზე, რომლებიც კომპანიას აქვს. მათ მოიპოვეს შიდა დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც დამტკიცდა, რომ ფეისბუკს ჰყავს ისეთი მომხმარებლებიც, რომლებიც სარგებლობენ პრივილეგიებით. შესაბამისად,  მათ მიერ გამოქვეყნებული დეზინფორმაცია ან არ იშლება ან უფრო დიდი ხანი სჭირდება მის დაბლოკვას, ვიდრე რიგით მომხმარებლისა.  ეს ფეისბუკის ე.წ. „თეთრი სიაა“. ასევე მათ შეისწავლეს ინსტაგრამი, რომელსაც ფეისბუკი მართავს. კვლევის მიხედვით, ინსტაგრამი არასრულწლოვანებში ფსიქიკურ პრობლემებს აჩენს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend