მთავარიგადაცემებიCULTდუბაიში მოტოციკლის ფილმის პირველი ფესტივალი ჩატარდა

დუბაიში მოტოციკლის ფილმის პირველი ფესტივალი ჩატარდა

„სოსას სიმღერა“ ერთ-ერთია მოტოციკლის თემაზე გადაღებული 30 ფილმიდან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დუბაის პირველ „მოტოციკლის ფილმის ფესტივალზე“ წარადგინეს. სამდღიან ფესტივალზე ნაჩვენები იყო მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები, რომლებიც მოტოციკლის მოყვარულთა შინაგან სამყაროს ასახავს.

კემ ელკინსი, „სოსას სიმღერის“ რეჟისორი:

„ასეთი ფესტივალები საშუალებას აძლევს რეჟოსორებს, განსაკუთრებით მათ, ვინც მოტოციკლის თემაზე მუშაობენ, რომ სხვადასხვა კულტურასა და კუთხეზე მრავალი განსხვავებული ამბავი მოგვითხრონ.“

ფილმებს შორის გამოირჩეოდა „სწრაფი ედი“, რომლის გმირიც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია. იგი ყოველდღე მოტოციკლით დაქრის.

„შეიძლება ითქვას, რომ „სანამ ცოცხალი ვარ, მინდა სულ შემეძლოს მოტოციკლით რბოლა,“ – ამბობს იგი.

გამოირჩეოდა ფილმი „ამბოხებული მოტოციკლისტებიც“, რომელიც ინდონეზიაში  „ვესპას სკუტერის“ ექსტრემალურ სუბკულტურას ეხება.

ადგილობრივმა რეჟოსორებმა  წარადგინეს ფილმი „რატომ დავქრივართ“ [მოტოციკლით]. ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი მოტოციკლისტ ქალებზეა, რომლებიც უდაბნოში დაქრიან.

მაიკლ ვოსლუ, ფილმის „რატომ დავქრივართ“ რეჟისორი:

„ეს ფილმი აუცილებლად უნდა ნახოს იმ ხალხმა, რომელიც მოტოციკლზე არასოდეს მჯდარა, ძირითადად ქალებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ მოტოციკლი მათთვის არ არის. ამ მოკლე ფილმით კარგად  არის გადმოცემული სათქმელი. ძალიან სახალისოა. ჩემი აზრით, ფილმი სხვებსაც გაამხნევებს. ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც დაინტერესებულია ან არ არის დაინტერესებული, შეიძლება თქვას: „იცი რა, თუ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, მე რატომ ვერ შევძლებ?“

ეს ფესტივალი მხოლოდ მოტოციკლის მოყვარულებისთვის კი არ არის, არამედ ყველასთვის, ვისაც ნამდვილად უყვარს კინო.

ქამ ელკინსი, „სოსას სიმღერის“ რეჟისორი:

„მოტოციკლი თანამედროვე ცხენივითაა, ის საშუალებას გვაძლევს გარესამყარო ისე შევიცნოთ, როგორც ვერცერთი სხვა ტრანსპორტით ვერ შევძლებთ. ეს უფრო მეტად გვაკავშირებს გარემოსთან და საზოგადოებასთან. ამიტომ მგონია, რომ ფილმები მოტოციკლების შესახებ ფართო საზოგადოებას, გარკვეულწილად, შთაგონებისკენ უბიძგებს, რათა უფრო თავისუფლად დაუკავშირდნენ გარესამყაროს.“
იან კარლესი, ფესტივალის დირექტორი:

„აქ ძალიან მრავალფეროვანი შინაარსია წარმოდგენილი, განსაკუთრებით მოტოციკლთან დაკავშირებით. ამიტომ ძალიან რთული იყო ფილმების არჩევა და რომელიმეზე უარის თქმა.

როდესაც ფილმებს უყურებ, განსაკუთრებით „იუთუბსა“ და ინსტაგრამზე და სხვა პლატფორმაზე, ჩემი აზრით, ისინი მოტოციკლის ან მანქანის გვერდზე მიმაგრებული მარტო ერთი კამერითაა გადაღებული. ამ ფილმებში ასე არ ხდება. ამ ფილმების უმეტესობა გადაიღო იმ ხალხმა, რომელიც ფილმისა და ვიდეოინდუსტრიაში მუშაობს და თან მოტოციკლი უყვარს.“

ამ ფესტივალმა მთელი მსოფლიოს  მოტოციკლის მოყვარულებს ერთად შეკრების საშუალება მისცა.

„აქ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მოტოციკლი სულ უფრო პოპულარული ხდება. ამიტომ ამის მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რადგან მოტომოყვარულებს შეკრებისა და დიდი ხნის უნახავი ადამიანების ნახვის საშუალებას აძლევს… ამ გზით ახალ ხალხს ვიცნობთ და ვაჩვენებთ, რა გლობალური დონის ღონისძიება ტარდება დუბაიში,“ – ასე ფიქრობს ერთ-ერთი სტუმარი.

მეორეს აზრით,  „ბაიკერობა დუბაიში თითოულრს ბაიკერს განსხვავებულად ესმის. ამიტომ ძალიან მაგარია, რომ ყველა ამ სხვადასხვა სტილის ნახვა შეგვიძლია.“

რეტ მაქსველი, HONDA UAE-ის გენერალური მენეჯერი ფიქრობს, რომ ეს ფესტივალი თანდათან უფრო მასშტაბური გახდება.

„დუბაიში ყველაფერი მცირიდან იწყება, მაგრამ მისი მასშტაბი აუცილებლად იზრდება. ამიტომ რა მცირეც არ უნდა იყოს ეს ღონისძიება, იმედი გვაქვს, რომ ოთხ ან ხუთ წელიწადში ასეთი აღარ იქნება. ამიტომ ვთვლი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია იმისა, რაც მომავალში სულ უფრო გრანდიოზულ სახეს მიიღებს,“ – განუცხადა მან „ევრონიუსს“.

ფესტივალის ორგანიზატორებს დაუფასდათ ამ რთული ღონისძიების დებიუტი.

იან კარლესი, ფესტივალის დირექტორი თვლის, რომ ამ ფესტივალის მომზადების დროს ყველაზე სასიამოვნო იყო ის ენთუზიაზმი, რომელიც თავად ფილმის ავტორებმა გამოიჩინეს.

„რასაკვირველია, მათთან დაკავშირება უფრო ადვილია, ვიდრე ჰოლივუდის და სხვა სტუდიების კინორეჟისორებთან. მაგარმ მათი მხრიდან გულწრფელი აღტაცება და მათი,  ვიტყოდი არა მადლიერება, არამედ კეთილი ნება, რომ ჩართულიყვნენ ამ პროექტში, ძალიან გვამხნევებდა. ფაქტია, რომ კინორეჟოსორების გარეშე ამას ვერ შევძლებდით,“ – განაცხადა იან კარლესმა.

ფესტივალის ორგანიზატორებს ღონისძიების მასშტაბის გაზრდის იმედი აქვთ, რადგან უკვე ემზადებიან მეორე ფესტივალისთვის, რომელიც მომავალი წლის თებერვალშია დაგეგმილი.

ავტორი: ჯეინ ვიზერსპუნი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend