მთავარისპორტი"პარი სენ-ჟერმენის" გამარჯვება "ლიონთან"

“პარი სენ-ჟერმენის” გამარჯვება “ლიონთან”

“პარი სენ-ჟერმენმა” საფრანგეთის ლიგა ერთში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. პარიზულმა კლუბმა შინ “ლიონი” 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი გოლი 54-ე წუთზე ლუკას პაკეტამ გაიტანა. 12 წუთის შემდეგ ნეიმარმა მისივე მოპოვებული პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

76-ე წუთზე მაურისიო პოჩეტინომ მინდორზე ლიონელ მესის მაგივრად აჩრაფ ჰაკიმი შეუშვა. გადამწყვეტი გოლი მაურო იკარდიმ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა. 6

თამაშის შემდეგ “პარი სენ-ჟერმენს” 18 ქულა აქვს საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის სათავეშია, “ლიონი” კი 8 ქულით მეცხრე პოზიციაზეა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend