მთავარიამერიკააშშამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბალისტიკური რაკეტა წარმატებით გამოსცადა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბალისტიკური რაკეტა წარმატებით გამოსცადა

მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა ერთობლივი უსაფრთხოების პაქტი „აუკუსი“ შეიმუშავეს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ატლანტის ოკეანეში ბალისტიკური რაკეტა წარმატებით გამოსცადა.

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ გაფორმებული უსაფრთხოების პაქტის მიხედვით, ავსტრალია აშშ-ისგან ბირთვული წყალქვეშა ნავების წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიას მიიღებს. შედეგად კი კანბერა გაწყვეტს 37 მილიარდ დოლარად შეფასებულ კონტრაქტს პარიზთან. სამი ქვეყნის გადაწყვეტილებას საფრანგეთის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, პარიზსა და ვაშინგტონს შორის კრიზისია, რასაც საფრანგეთის  ნატოსთან ურთიერთობის გართულება მოჰყვა.

„ტყუილი, გაორება, ნდობის ბოროტად გამოყენება და უპატივცემულობა – ასე შემიძლია შევაფასო სამი ქვეყნის გადაწყვეტილება. ეჭვქვეშ დგება აშშ-თან კავშირის სიმტკიცე. თუ ვსაუბრობთ ნამდვილ ალიანსზე, მაშინ ამ ალიანსის წევრები ერთმანეთს ესაუბრებიან, პატივისცემით ეკიდებიან, რასაც ამ შემთხვევაში ვერ ვხედავ”, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი უარყოფს ბრალდებებს, რომ თითქოს ავსტრალიის ხელისუფლებამ იცრუა. იგი აცხადებს, რომ საფრანგეთს უნდა სცოდნოდა ახალი გადაწყვეტილების შესახებ. მორისონის თქმით, მას ესმის, რომ საფრანგეთის მთავრობა იმედგაცრუებულია, მაგრამ ავსტრალიის პოზიცია ყოველთვის ნათელი იყო.

დიპლომატიური დავის გამო ბრიტანეთისა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრების სამიტი აღარ შედგა. ლონდონში დაგეგმილი სამიტის გარდა, გაუქმდა ფრანკო-ბრიტანული საბჭოს შეხვედრაც, რომელსაც ორივე ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაურები უნდა დასწრებოდნენ.

უსაფრთხოების სფეროში ახალი პარტნიორობის შექმნის შესახებ აშშ-ის, ავსტრალიისა და ბრიტანეთის ხელისუფლებებმა 15 სექტემბერს განაცხადეს. შეთანხმების ფარგლებში, ავსტრალია, აშშ-ისა და ბრიტანეთის დახმარებით, სულ მცირე რვა წყალქვეშა ნავის აგებას აპირებს, რომლებიც ბირთვული ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი.

მომდევნო დღეებში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან, საუბარს გეგმავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend