მთავარი მსოფლიო ამალი - დევნილი ბავშვების სიმბოლო

ამალი – დევნილი ბავშვების სიმბოლო

ეს ამალია, 9 წლის სირიელი დევნილის განმასახიერებელი თოჯინა. ის იმ გოგონების სიმბოლოა, რომლებიც ომს გამოექცნენ და თავი ევროპას შეაფარეს. ამჟამად სამმეტრ-ნახევარი სიმაღლის თოჯინა ამალი იტალიის ქალაქ ასიზის სტუმრობს.

თოჯინას მოგზაურობა 27 ივლისს სირიისა და თურქეთის საზღვრიდან დაიწყო. იგი რვა ათას კილომეტრზე, რვა ქვეყანაში შემოატარეს.

მისი მოგზაურობა მანჩესტერში სამ ნოემბერს დასრულდება. ამალის შექმნის იდეა თეატრის რეჟისორებს მოუვიდათ.

„თოჯინა გადის იმავე გზას, რომლის გავლაც მილიონობით ადამიანს მოუწია. ვიფიქრეთ, რომ თუ ამ გზას ბავშვი თოჯინა გაივლიდა, მაშინ ის ამ ახალგაზრდების სიმბოლო იქნებოდა“, – ამბობს პროდიუსერი დეივიდ ლანი.

გრძელი მოგზაურობის შემდეგ ამალი ჩამოვიდა ასიზიში, ევროპის ერთ-ერთ მთავარ სასულიერო ცენტრში. 1986 წელს პაპის იოანე პავლე მეორეს ორგანიზებით სხვადასხვა კონფესიის რელიგიური ლიდერები შეიკრიბნენ. ამიტომაც თოჯინასთვის აქ ყოფნა სიმბოლურია.

„თუ ბავშვები და დევნილები კვლავ ივლიან ამ გზაზე დახმარების გარეშე, ეს იმას ნიშნავს, რომ კაცობრიობა არასწორი გზით მიდის. ადამიანები არ უნდა რჩებოდნენ სახლისა და ოცნებების გარეშე“, – ამბობს ბერი ენცო ფორტუნატო.

ცენტრალურ იტალიაში მდებარე ქალაქი ასიზი წმინდა ფრანცისკეს სახელობისაა, მისი ქადაგება დღესაც აქტუალურია.

„წმინდა ფრანცისკემ გვასწავლა, რომ ჩავეხუტოთ კეთროვნებს,  რომ გავითვალისწინოთ სხვების გაჭირვება. ვისწავლოთ მათგან, დავეხმაროთ მათ, მიუხედავად იმისა, რომელი რელიგიის მიმდევრები არიან. წმინდა ფრანცისკეს ქადაგებანი დღემდე რევოლუციურია“, – მიიჩნევს ქალაქ ასიზის მერი სტეფანია პროიეტი.

თოჯინა ამალი მარტივი, თუმცა ძლიერი სიმბოლოა. იმედია, რომ მისი დახმარებით ევროპელები დევნილებს არ დაივიწყებენ.

უახლესი

სხვა ამბები

ამალიამალი

Send this to a friend