მთავარიევროპარუსეთისაპარლამენტო არჩევნები რუსეთში

საპარლამენტო არჩევნები რუსეთში

წინასწარი გამოკითხვების თანახმად ბარიერს 4 პოლიტიკური პარტია გადალახავს

მდარე წინასაარჩევნო კამპანიისა და თვეების განმავლობაში რუსეთის მთავრობის მიერ ოპოზიციაზე სამართლებრივი და პოლიტიკური ზეწოლის შემდეგ, ქვეყანაში 17 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით სამ დღიანი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა რომ ამ საპარლამენტო არჩევნებმა ცვლილებები მოიტანოს.

არავინ ელის, რომ ვლადიმერ პუტინის პარტია ერთიანი რუსეთი პარლამენტში უმრავლესობას დაკარგავს.

საინტერესოა შეინარჩუნებს თუ არა მმართველი პარტია საპარლამენტო მანდატების ორ მესამედს და რამდენად წარმატებული იქნება ალექსეი ნავალნის პოლიტიკური კამპანია.

პოლიტიკის მკვლევარი, ანდრეი კოლესნიკოვი აცხადებს, რომ არჩევნები რუსეთის მთავრობისათვის მნიშვნელოვანი ლეგიტიმაციის წყაროა.

”არჩევნები რუსეთის ხელისუფლებისათვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს არჩევნები ლეგიტიმაციის წყაროს წარმოადგენს. ამავე დროს გამარჯვების შემთხვევაში, პუტინის პოლიტიკური პოზიციის გამყარებას მოემსახურება. მომავალი არჩევნები პოლიტიკური სისტემის ცვლილების მომტანი არ იქნება. დიდი ალბათობით, ისევ ოთხი პარტია, ერთიანი რუსეთი, კომუნისტური პარტია, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია და სამართლიანი რუსეთი შევა პარლამენტში. პარლამენტი კვლავ პრეზიდენტის ადმინისტრაციის კონტროლის ქვეშ იქნება და ეს დიდწილად დაეხმარება ვლადიმერ პუტინს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში”, – მიიჩნევს პოლიტიკის მკვლევარი ანდრეი კოლესნიკოვი.

რუსეთის ფედერაციის პარლამენტში მოსახვედრად 14 პარტია იბრძვის, 450 მანდატიდან ნახევარი სწორედ პარტიული სიით შეივსება, მმართველი პარტიის, ერთიანი რუსეთის გარდა, პარლამენტში დიდი ალბათობით კიდევ სამი, კომუნისტური პარტია, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია და პარტია სამართლიანი რუსეთი მოხვდებიან.

“კომუნისტური პარტიისათვის ხმის მიცემით თქვენ მხარს უჭერთ მშვიდობას, მეგობრობას, კრიზისის დასასრულს, ხელფასის გაორმაგებას, პენსიების გაზრდას, ბუნებრივი რესურსების მოსახლეობის სასიკეთოდ გამოყენებას, ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ბედნიერებას”, – აცხადებს კომუნისტური პარტიის ლიდერი გენადი ზუგანოვი.

მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინის პარტია დომინანტია აპრილში ჩატარებული დამოუკიდებელი გამოკითხვის შედეგების თანახმად, პუტინის პარტიას მხარს მოსახლეობის 42 პროცენტი უჭერს.

მხარდამჭერთა რაოდენობის გაზრდისთვის ქვეყნის პრეზიდენტმა პარტიული სიის სათავეში საგარეო და თავდაცვის მინისტრები შეიყვანა.

ორივე ფიგურა დასავლეთისადმი ხისტი პოზიციით და მოსახლეობაში მხარდაჭერით სარგებლობს.

”ჩემი აზრით, ერთიანი რუსეთის კანდიდატთა სია, განსაკუთრებით კი პირველი ხუთეული, უნდა შედგებოდეს პოლიტიკურად გამოცდილი ადამიანებისგან, ეგრეთწოდებული მძიმეწონიანი პოლიტიკოსებისგან და ასევე ახალი სახეებისგან”, – ამბობს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

საპარლამენტო არჩევნების მხარდამხარ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები 39 რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მისცემენ ხმას.

რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, საარჩევნო უბნებზე დიდი რაოდენობით მოსახლეობის შეკრების თავიდან აცილების მიზნით არჩევნები სამი დღე გაგრძელდება, რაც არჩევნები გაყალბების ალბათობას ზრდის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend