მთავარიევროპასაფრანგეთიპარიზში ვივიან მაიერის გამოფენა მოეწყო

პარიზში ვივიან მაიერის გამოფენა მოეწყო

ვივიან მაიერი ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული ფოტოგრაფია. მან მთელი ცხოვრება ნიუ-იორკში ძიძად იმუშავა, თუმცა პარალელურად ფოტოგრაფიით იყო გატაცებული. მისი ძალიან ბევრი ფოტო მხოლოდ 2009 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, აღმოაჩინეს. პარიზის ლუქსემბურგის მუზეუმში მას განსაკუთრებული გამოფენა მიუძღვნეს.

გამოფენის კურატორის, ენ მორინი აღნიშნავს, რომ ძალიან დიდი არქივი აქვთ, რომელიც დაახლოებით 120 000 ფოტოსგან შედგება.  რობერ დუანოს 450 000 ფოტო ჰქონდა. ვივიანი მესამე ადგილზეა, თუმცა აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ იგი მოყვარული ფოტოგრაფი იყო. ენ მორინის თქმით, იგი იდუმალი, უხილავი, ანონიმური, ბუნდოვანი პერსონაჟია, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ჩუმად გაატარა, არც ყურადღების ცენტრში ექცეოდა.

ვივიან მაიერის ფოტოები ნახევარი საუკუნის წინანდელი ნიუ-იორკის ფოტოგრაფიული დოკუმენტაციის ამოუწურავი წყაროა. განსაკუთრებით საინტერესოა ის ადგილები, რომლებსაც იშვიათად იღებენ,  რადგან მე-5 ავენიუსა და ცენტრალურ პარკზე ნაკლებად გლამურულია.

ენ მორინის თქმით, ვივიანი ხშირად დადიოდა მუშათა კლასის უბნებში და სწორედ აქ ეძებდა დაღლილ, დაქანცულ და ნატანჯ სახეებს. მისი აზრით, სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ძალიან ცოტა ფოტოგრაფი თუ ეხება მსგავს საკითხებს.

მე-20 საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ფოტოგრაფი ქალი ისე გარდაიცვალა, რომ საზოგადოებამ მასზე არაფერი იცოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend