უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში “ლივერპულმა” “მილანი” 3:2 დაამარცხა. ანგარიში მეცხრე წუთზე გაიხსნა.
ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის გადაცემის შემდეგ ფიკაიო ტომორიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მოჰამედ სალაჰის დარტყმული პენალტი მაიკ მანიანმა მოიგერია. 42-ე წუთზე ანტე რებიჩმა წონასწორობა აღადგინა, 2 წუთის შემდეგ კი ბრაჰიმ დიასმა სტუმრები წინ გაიყვანა.
სალაჰმა 49-ე წუთზე გოლი გაიტანა და ანგარიში კიდევ ერთხელ გათანაბრდა, გადამწყვეტი გოლი 69-ე წუთზე გავიდა. “ლივერპულს” სამი ქულა კაპიტამა, ჯორდან ჰენდერსონმა მოუტანა.
„ეს ზუსტად ის იყო, რისი იმედიც მატჩის დაწყებამდე მქონდა. შესანიშნავი, სანახაობრივი თამაში. პირველი ტაიმის მიწურულს ბევრი შეცდომა დავუშვით და „მილანმა“ 2 გოლი გაგვიტანა, ასეთ დროს შესაძლოა თამაშის ბედი გადაწყდეს, თუმცა ასე არ მოხდა, რადგანაც მეორე ნახევარში ძალიან კარგად ვითამაშეთ, 2 შესანიშნავი გოლი გავიტანეთ და თამაში მოვიგეთ“ – განაცხადა მატჩის შემდეგ “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა.
ამავე დღეს გამართული შეხვედრები ასე დასრულდა:
ბეშიქთაში 1:2 დორტმუნდი
შერიფი 2:0 შახტარი
ატლეტიკო მადრიდი 0:0 პორტუ
ბრიუგე 1:1 პარი სენ-ჟერმენი
ინტერი 0:1 რეალ მადრიდი
ლივერპული 3:2 მილანი
მანჩესტერ სიტი 6:3 ლაიპციგი
სპორტინგი 1:5 აიაქსი