მთავარიაზიაავღანეთიგაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები ავღანეთში შიმშილის საფრთხეზე საუბრობენ

გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები ავღანეთში შიმშილის საფრთხეზე საუბრობენ

გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლების თანახმად, ავღანეთის 38-მილიონიან მოსახლეობას უკიდურესი სიღარიბე და შიმშილი ემუქრება. ქვეყანაში საგრძნობლად გაუარესდა ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც ძირითადად საზღვრებს გარედან შემოსულ დახმარებაზეა დამოკიდებული.

საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის დირექტორი რეინ პაულსენი აღნიშნავს, რომ ამ მომენტში 14 მილიონი ავღანელი შიმშილის ზღვარზეა. აქედან 4 მილიონი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. მისი თქმით, ისინი საჭირო საკვებს ვერ იღებენ. შესაბამისად, ქვეყანაში  გარდაცვალების შემთხვევები მაღალ ნიშნულზეა.

„თალიბანის“ წლიური შემოსავალი, რომელიც გადასახადებისა და კრიმინალური საქმიანობის შედეგად გროვდება, 300 მილიონი დოლარიდან  1.5$ მილიარდ დოლარამდე მერყეობს. მიუხედავად იმისა, რომ ამ თანხამ უზრუნველყო მათი ხელისუფლებაში მოსვლა, ეს შემოსავალი  საკმარისი არ აღმოჩნდა ქვეყნის მართვისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend