მესტია, წელს პირველად, კინოფესტივალს უმასპინძლებს. მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალისთვის 30 მოკლემეტრაჟიანი და მთის თემატიკაზე გადაღებული 7 ფილმი შეირჩა.
ფესტივალი დღეს, 15 სექტემბერს რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილის ფილმით, “მწვერვალით” გაიხსნება, რომელიც კინოსტუდია „ქართულმა ფილმმა“ ეროვნული კინოცენტრის ხელშეწყობით აღადგინა.
საუკეთესო ფილმებთან ერთად, ფესტივალზე პრიზებით დაჯილდოვდებიან საუკეთესო კინომუსიკისა და საუკეთესო კინომხატვრობის ავტორები, რომლებსაც საერთაშორისო ჟიური გამოავლენს.
ფესტივალი კოვიდრეგულაციების დაცვით იმართება და მის ფარგლებში კინომოყვარულებს ფილმების ნახვა 19 სექტემბრის ჩათვლით შეეძლებათ.