მთავარი გადაცემები Climate Now მეცნიერები გლობალური დათბობის შემცირების მიზნით მეთანის გაჟონვის კერებს ეძებენ

მეცნიერები გლობალური დათბობის შემცირების მიზნით მეთანის გაჟონვის კერებს ეძებენ

გლობალური დათბობის შესაჩერებლად ბოლო დროს აქცენტი მეთანის გაჟონვაზე კეთდება. საქმე ისაა, რომ უფერო და უსუნო მეთანი იმდენად ძლიერი სათბურის აირია, რომ 20 წელიწადში მისი მოცულობა ატმოსფეროში 84-ჯერ მეტი იქნება, ვიდრე ნახშირორჟანგისა. მეთანის გაჟონვის კერების აღმოჩენა და აღკვეთა იქნება ეს მისლადენები თუ ქალაქის კანალიზაციის სისტემა, საკმაოდ რთულია.

ამ საკითხზე მეტის გასაგებად ქალაქ უტრეხტის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდს ვესტუმრეთ. ეს გუნდი მეთანის აღმოჩენის მეთოდებზე მუშაობს.

სანამ მათ ნამუშევარზე ვისუაბრებთ, მანამდე პირველ რიგში, კლიმატის ცვლილებების მონიტორინგის თანამგზავრული სისტემის Copernicus-ის ბოლო მონაცემებს გადავხედოთ.

როგორც გაირკვა ევროპაში რეკორდულად ცხელი ზაფხული იყო. ჰაერის ტემპერატურა ივნის-აგვისტოში თითქმის ერთი ცელსიუსით აღემატებოდა 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელს. ეს 2010 და 2018 წლების გამორჩეულად ცხელი ზაფხულის ტემპერატურაზე მეტიც კი იყო.

თუ თვალს გასული აგვისტოს ტემპერატურის რუკას გადავავლებთ, დავინახავთ ევროპაში დაფიქსირებულ ანომალიურ მაჩვენებლებს, რომლებიც  კონტინენტს ორად ყოფს.

სამხრეთსა და აღმოსავლეთში მდგრადი სითბური ტალღები წარმოიშვა – სიცილიის ქალაქ სირაკუზაში  11 აგვისტოს თერმომეტრმა ევროპის ისტორიაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა 48.8 გრადუსი აჩვენა.

თუმცა საფრანგეთიდან მოყოლებული უკრაინისა დაჩრდილოეთით სკანდინავიის ჩათვლით, ტემპერატურა საშუალო მაჩვენებელზე ერთი ან ორი გრადუსით დაბალი იყო.

გაეროს კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისმა პანელმა გასული თვის ანგარიშში ინდუსტრიული სექტორის მიერ გამონაბოლქვი მეთანის მოცულობის შემცირებისკენ  მოგვიწოდა.

გაჟონილი მეთანის აღმოჩენის რამდენიმე გზა არსებობს. შეგიძლიათ, „კოპერნიკუსის“ თანამგზავრულ სისტემასა  და ატმოსფეროს მოდელებს მიმართოთ, რათა თვალნათლივ დაინახოთ, სად  ჟონავს მეთანი ნავთობისა და გაზის საწარმოებში.

გაჟონვის აღმოჩენის მეორე გზა  პირდაპირი მნიშვნელობით ქუჩა-ქუჩა ძებნას გულისხმობს, როგორც ეს ნიდერლანდებში ხდება.

მეცნიერები ჰოსეინ მააზალაჰი და ჰანე ნოტე ქალაქ უტრეხტის  ქუჩებში მეთანის გაჟონვის ფარულ კერებს ეძებენ. მეთანს არც ფერი აქვს და არც სუნი. მიწისქვესა გაზსადენებიდან  მეთანის ჟონვის კერები შესაძლოა თვეებისა და წლების განმავლობაშიც კი შეუმჩნეველი დარჩეს. თუმცა უტრეხტის უნივერსიტეტის მეცნიერების ხელსაწყოები ამ აირს ადვილად ამჩნევენ.

ჰოსეინ მააზალაჰი, უტრეხტის უნივერსიტეტის  დოქტორანტი:

„თუ ჰაერში ერთი მილიარდი მოლეკულაა და აქედან ერთი მათგანი არის მეთანი, ჩვენი ხელსაწყოებით მისი აღმოჩენა თავისუფლად შესაძლებელია.“

იმ დღეს, როდესაც „ევრონიუსი“ მეცნიერებს მეთანის კერების საძიებლად გაჰყვა, მოულოდნელად ხელსაწყომ  ერთ ქუჩაზე მეტრ-კუბში 700 მილიგრამი   [700 მგ/მ³] მეთანი აჩვენა, რაც ჩვეულებრივ დონეს 500-ჯერ აღემატება. ეს ნიშნავს, რომ  სადღაც მეთანი ნამდვილად ჟონავს.

ჰანე ნოტე, უტრეხტის უნივერსიტეტის  დოქტორანტი:

„ჩვენ ვიღებთ ჰაერის სინჯს, მიგვაქვს ლაბორატორიაში, სადაც ნიმუშის უფრო სრულყოფილ ანალიზს ვატარებთ და ვადგენთ, სად არის გაჟონვის კერა.“

ჰანე და ჰოსეინი ძებნას აგრძელებენ. ისინი გარეუბნის კიდევ ერთ ქუჩაზე ჩერდებიან, რადგან მცირე სიგნალი მიიღეს. აქ მიწისქვეშა გაზსადენიდან სათბურის აირები ჟონავს, მაგრამ რთულია განსაზღვრო, ზუსტად საიდან.

მეთანის კიდევ ერთი ნაკადი ჩამდინარე წყლების საფილტრ სადგურთან შეამჩნიეს და მაძიებლები აპირებენ, განსაზღვრონ, სულ რამდენი კერაა.

ჰოსეინ მააზალაჰი, უტრეხტის უნივერსიტეტის  დოქტორანტი:

„გვინდა, მოძრაობის დროს განვსაზღვროთ, საიდან მოდის  ჭარბი მეთანი. ყველა საკანალიზაციო სისტემიდან არ მოდის, ყველაფერი გაზის გაჟონვის ბრალი არ არის.“

აღებული ნიმუშები მიაქვთ  ლაბორატორიაში კოლეგებთან, რომლებიც ნიმუშში მეთანის შემცველობას ზომავენ და ზუსტად ადგენენ გაჟონვის კერას.

მათი მიზანია, რომ მეთანის სწრაფად აღმომჩენი ტექნოლოგია ფართოდ დაინერგოს, რაც აქამდე უჩინარი ჟონვის კერების აღმოფხვრას შეუწყობს ხელს. თუ გავითვალისწინებთ, რა გავლენას ახდენს მეთანი კლიმატზე, ამას შესაძლოა ძალიან კარგი შედეგი მოჰყვეს.

თომას როქმანი, უტრეხტის უნივერსიტეტის ატმოსფერული ფიზიკისა და ქიმიის პროფესორი:

„ახლახან ჩატარებულმა სამეცნიერო კვლევამ აჩვენა, რომ 2030 წლისთვის შესაძლებელია მეთანის გამონაბოლქვის 50 პროცენტით შემცირება.და თუ ამ მიზანს მივაღწევთ, მიმდინარე საუკუნის შუა ხანებისთვის დათბობას მეოთხედი გრადუსით შევამცირებთ, 2100 წლისთვის კი – ნახევარი გრადუსით. ეს დათბობის მოსალოდნელ ხარისხს მნიშვნელოვნად შეასუსტებს.“

ავტორი: ჯერემი ვილქსი

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend