მთავარიამერიკააშშნიუ-იორკში კოვიდსაშვთან დაკავშირებული წესები მკაცრდება

ნიუ-იორკში კოვიდსაშვთან დაკავშირებული წესები მკაცრდება

ნიუ-იორკში ორშაბათიდან გარკვეული დაწესებულების თანამშრომლებისა და სტუმრებისთვის გამკაცრდა კოვიდსაშვთან დაკავშირებული წესები. როგორც ცნობილია, ახალი რეგულაციები უკვე რამდენიმე კვირაა შევიდა ძალაში, თუმცა ეს წესები აქამდე მკაცრად არ კონტროლდებოდა.

როგორც ერთ-ერთი ტურისტი ბონი გილბერტი ამბობს, ასე თავს უფრო კარგად გრძნობს. იგი სრულადაა აცრილი და სურს, რომ სხვებიც აიცრან. მისი აზრით, ეს სწორი გადაწყვეტილებაა. თუმცა მისთვის მიუღებელია, როდესაც მთავრობა აიძულებს  ადამიანებს ვაქცინის გაკეთებას.

ერთ-ერთი პაბის მფლობელი ფრენკ დვაიერი კი ამტკიცებს, რომ ყველაფერი დალაგებული აქვთ და იმედი აქვთ, რომ არ დააჯარიმებენ. მისი თქმით, ახალ ვითარებას შეჩვევა სჭირდება. ეს კი ბევრისთვის მოუხერხებელი იქნება.

დისკრიმინაციაზე საუბრობს კოლუმბიელი ტურისტი, რომელიც აუცრელობის გამო მადამ ტიუსოს მუზეუმში არ შეუშვეს.

ნიუ-იორკში აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. უახლესი კვლევის მიხედვით, აგვისტოდან დღემდე ქალაქში მნიშვნელოვნად შემცირდა ახალი შემთხვევებისა და  ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend