მთავარიევროპარუსეთიპუტინის მიზნები, საპარლამენტო არჩევნები და რუსული ოპოზიცია

პუტინის მიზნები, საპარლამენტო არჩევნები და რუსული ოპოზიცია

17- დან 19 სექტემბრამდე რუსეთის ფედერაციაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. რუსეთის შიდა პოლიტიკური დინამიკისა და ვლადიმერ პუტინის მმართველობის სტილის გათვალისწინებით მეტად სავარაუდოა რომ მმართველი პარტია ამ არჩევნებშიც გამარჯვებას მოიპოვებს.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის ფედერაციას 21 წელიწადია მართავს, მმართველობის ხანგრძლივობის თვალსაზრისით ის მხოლოდ იოსებ სტალინს ჩამორჩება.

მმართველობის 21 წლის განმავლობაში ვლადიმერ პუტინმა აწარმოა აგრესიული ომი:

საქართველოში და შედეგად კრემლის მიერ ისედაც ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეთანხმებული მსოფლიო დღის წესრიგი შეარყია;

დაიწყო ომი უკრაინაში, მოახდინა დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ოკუპაცია და ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია;

შეუნარჩუნა ასადის ძალადობრივ რეჟიმს სიცოცხლისუნარიანობა.

რუსეთის ფედერაციის მომავალ საპარლამენტო არჩევნებსა და პუტინის მმართველობის შესახებ სასაუბროდ “ევრონიუს ჯორჯიამ”, ანალიტიკური ორგანიზაცია “ჯეოქეისის” დამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი მოიწვია. მასთან რუსულ ოპოზიციაზე, უკრაინაში პუტინის გეგმებთან და პუტინის შესაძლო მემკვიდრესთან დაკავშირებით ვისაუბრეთ.

ავღანეთისა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოში სახელმწიფო და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და ბრიუსელთან კარგი ურთიერთობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

საერთაშორისო ამბების მიმომხილველი ლეო სიხარულიძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend