მთავარისპორტიმოჰამედ სალაჰის მეასე გოლი პრემიერლიგაში

მოჰამედ სალაჰის მეასე გოლი პრემიერლიგაში

ინგლისის პრემიერლიგის მეოთხე ტურში “ლივერპულმა” “ლიდს იუნაიტედი” 3:0 დაამარცხა. ანგარიში მოჰამედ სალაჰმა გახსნა და პრემიერლიგაში მეასე გოლი აღნიშნა.

ეგვიპტელზე სწრაფად ინგლისის ჩემპიონატში 100 გოლი მხოლოდ ალან შირერმა, ჰარი კეინმა, სერხიო აგუერომ და ტიერი ანრიმ გაიტანეს. “ლივერპულისთვის” მეორე გოლი ფაბინიომ გაიტანა, მატჩს კი წერტილი სადიო მანემ დაუსვა.

პრემიერლიგაში “მერსისაიდელები” 10 ქულით მესამე ადგილს იკავებენ და 15 სექტემბერს უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მილანის წინააღმდეგ ითამაშებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend