10 სექტემბრიდან დანიაში გაუქმდა კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი ყველა შეზღუდვა. ახლა აღარ არის საჭირო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ამასთან უკვე რამდენიმე დღეა დანიაში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის.
დანიაში შეზღუდვების გაუქმება ვაქცინაციის სწრაფმა ტემპმა განაპირობა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში ამ დროისთვის მოსახლეობის დაახლოებით 72%-ია ვაქცინირებული.
სოციალური ქსელის მომხმარებლები წერდნენ, რომ ყველა ქვეყანამ დანიისგან უნდა აიღოს მაგალითი კოვიდ-19-ის პანდემიასთან წარმატებულად გამკლავებისთვის.
დანიაში კოვიდპასპორტის წარდგენა სავალდებულო აღარ იქნება.
ერთ-ერთი ეპიდემიოლოგის, ლონ სიმონსენის, განცხადებით, ახლა ვირუსის ცირკულირება გაგრძელდება, თუმცა მოსახლეობის მხოლოდ არავაქცინირებული ნაწილი დაავადდება.