მთავარიაზიაავღანეთიავღანეთიდან ევაკუაციას ამ დრომდე ათასობით ადამიანი ელოდება

ავღანეთიდან ევაკუაციას ამ დრომდე ათასობით ადამიანი ელოდება

ავღანეთში ბრიტანული ძალების ყოფილი თარჯიმანი ადგენს იმ ადამიანების სიას, რომლებიც ქაბულიდან ევაკუაციას ელოდებიან. იგი განსაკუთრებით ღელავს კომანდოს ძალებზე, რომელიც დიდი ბრიტანეთის სპეცრაზმმა შექმნა დაახლოებით 20 წლის წინ. ასობით ადამიანს სურს ავღანეთიდან თავის დაღწევა.

რაფი ჰოტაკი ამბობს, რომ ის მუდმივად იღებს შეტყობინებებს ავღანეთში დარჩენილი ბრიტანეთის მოქალაქეებისგან, რომლებსაც   საფრთხე ემუქრებათ  და სჭირდებათ ბრიტანეთის მთავრობის დახმარება.

რაფი ჰოტაკს ასევე აქვს იმ თარჯიმნებისა და სხვა თანამშრომლების სია, რომლებიც ითხოვენ დახმარებას. ის გეგმავს, რომ მომზადებული სია მყისიერი რეაგირებისთვის გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებას გადასცეს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან ინგლისის მოქალაქეებს გაიყვანენ,  როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემათ. თუმცა ბევრ ადამიანს, რომლებიც ავღანეთიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ, აღარ აქვს სამუშაო და შემოსავალი. ისინი მოითხოვენ, ბრიტანეთის ხელისუფლებამ დროულად შეასრულოს დანაპირები.

ამ დროისთვის ავღანეთში მხოლოდ შიდა ფრენებია აღდგენილი, როდის განახლდება საერთაშორისო ფრენები და როდის იქნება შესაძლებელი  ავღანეთში დარჩენილი სხვა ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია, ჯერჯერობით უცნობია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend