მთავარისპორტინოვაკ ჯოკოვიჩი აშშ-ის ღია პირველობის მეოთხედფინალშია

ნოვაკ ჯოკოვიჩი აშშ-ის ღია პირველობის მეოთხედფინალშია

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. სერბმა ჩოგბურთელმა 20 წლის ჯენსონ ბრუკსბი 3:1 დაამარცხა.

ჯოკოვიჩის მეტოქე მეოთხედფინალში იტალიელი მატეო ბერეტინი იქნება. ჯოკოვიჩისა და ბერეტინის დაპირისპირება 8 სექტემბერს გაიმართება.

ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობის 3-გზის გამარჯვებულია და მიმდინარე ტურნირზე წარმატების შემთხვევაში მოგებული დიდი სლემის ტურნირების რაოდენობით როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალს გაუსწრებს. სამივე ჩოგბურთელის ანგარიშზე 20 გამარჯვებაა.

უახლესი

სხვა ამბები

00:06:43

მოსადი

spot_imgspot_img
Send this to a friend