მთავარი draft geo თვის საუკეთესო მოგერიება

თვის საუკეთესო მოგერიება

გიორგი მამარდაშვილის მოგერიება ესპანეთის ლა ლიგაში აგვისტოში თვის საუკეთესოდ აღიარეს. ქართველმა მეკარემ ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში “ვალენსიას” მაისურით “ხეტაფეს” წინააღმდეგ მატჩში გადამწყვეტი ბურთი აიღო და გუნდს 3 ქულა მოუტანა.

20 წლის მეკარემ “ღამურების” რიგებში მომდევნო ორი შეხვედრაც ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და გუნდს მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებაში დაეხმარა.

მომდევნო მატჩს “ვალენსია” “ოსასუნას” წინააღმდეგ 12 სექტემბერს გამართავს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend