საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ესპანეთის წინააღმდეგ 4:0 დამარცხდა. შეხვედრა ბადახოსში გაიმართა. გოლები ხოსე ლუის გაიამ, კარლოს სოლერმა, პაბლო სარაბიამ და ფერან ტორესმა გაიტანეს.
5 მატჩის შემდეგ ვილი სანიოლის გუნდს მხოლოდ 1 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზეა.
მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები სოფიაში, ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს. ამხანაგური მატჩი 8 სექტემბერს შედგება.