მთავარიაზიაავღანეთი"თალიბანი" ავღანეთის ახალი მთავრობის შემადგენლობას დაასახელებს

“თალიბანი” ავღანეთის ახალი მთავრობის შემადგენლობას დაასახელებს

მას შემდეგ, რაც თალიბანმა ავღანეთი სრულად დაიკავა მალე ახალი მთავრობის წევრებს წარადგენს.

“თალიბანის” ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, შესაძლოა პარასკევს ლოცვის შემდეგ, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართოს ახალი მთავრობის ფორმირების ცერემონია.

“თალიბანის” წევრები პირობას დებენ, რომ მიიღებენ ზომიერ გადაწყვეტილებას და ავღანეთში მცხოვრები თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა დარჩეს ქვეყანაში.

თუმცა ქვეყნის მმართველებად ამ ჯგუფის საერთაშორისო აღიარება შესაძლოა კვლავ შორეულ პერსპექტივად დარჩეს, რადგან მსოფლიოს ბევრი წამყვანი ქვეყანა აპირებს, დააკვირდეს რამდენად მოჰყვება “თალიბანის” წარმომადგენლების განცხადებებს შესაბამისი ქმედებები.

უკვე ცნობილია, რომ ავღანეთში მაღალ თანამდებობაზე არ დაინიშნებიან ქალები. სწორედ ამიტომ, ავღანეთში ქალებმა პროტესტი გამართეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის მმართველობაში.

ამასთანავე ავღანეთი დგას უზარმაზარი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე.

ამასთანავე გაერომ ავღანეთში ჰუმანიტარული საჰაერო სამსახურის სამი თვითმფრინავით ფრენები განაახლა. რეისები, რომელსაც სურსათის მსოფლიო პროგრამა ახორციელებს, მიზნად ისახავს ძნელად მისადგომ ადგილებში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.

საერთაშორისო დონორების და ინვესტორების თვალში ახალი ადმინისტრაციის ლეგიტიმურობა გადამწყვეტი საკითხი იქნება ავღანეთის ეკონომიკისთვის, რომელიც გაჩანაგებულია იმ ფონზე, რომ ქვეყანა ებრძვის გვალვის და 240,000-მდე ავღანელის დაღუპვის გამომწვევი ხანგრძლივი კონფლიქტის შედეგებს.

მსოფლიო სასურსათო პროგრამის თანახმად, სულ მცირე 169 მილიონი ევროა სასწრაფოდ საჭირო ყველაზე დაუცველი ავღანელების გამოსაკვებად, რადგან ორგანიზაციის სურსათის მარაგი შესაძლოა სექტემბრის ბოლოს ამოიწუროს.

საჯარო მოსამსახურეებს თვეების განმავლობაში არ აუღიათ ანაზღაურება და ადგილობრივი ვალუტა კარგავს ღირებულებას. შეფერხებით მუშაობენ ბანკებიც.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა 2 სექტემბერს განაცხადა, რომ ლონდონი მალე არ აღიარებს “თალიბანის” მთავრობას, თუმცა დასძინა, რომ ამ მთავრობასთან დიალოგისთვის სივრცე არსებობს.

ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად დოჰაში გამართულ პრესკონფერენციაზე რააბმა თქვა, რომ მხარს უჭერს “თალიბანთან” “ჩართულობას” და როგორც უცხოელებისთვის, ისე ავღანელებისთვის მოგზაურობის თავისუფლება, “თალიბანის” ურთიერთობისთვის დასავლეთთან “მნიშვნელოვან პირველ ტესტად” დაასახელა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend